რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც Reuters წერს, განკარგულების მიხედვით, იმ პურებს, რომლებსაც 18 თებერვლის შემდეგ იძულებით მოუხდათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში გადასვლა, თვეში 10 000 რუბლის ($170) ოდენობის პენსია დაენიშნებათ.
პენსიის მიღებას უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის, ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” მაცხოვრებლები შეძლებენ, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან.