ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპმა დარია დუგინას “ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა – ვატიკანის ელჩი ​უკრაინის საგარეო უწყებაშია დაბარებული

რომის პაპმა ფრანცისკემ დარია დუგინას “ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა. ამის გამო, წმინდა საყდრის ნუნციო უწყებაში დაიბარეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

“გულწრფელად ვიტყვი, რომ გული დაგვწყვიტა რომის პაპის სიტყვებმა. ეს იყო უსამართლობა”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, პაპმა ფრანცისკემ ომის შედეგად დაღუპულებსა და დაჭრილებზე საუბრისას განაცხადა:

“ომი – ეს ხომ სიგიჟეა და არავის ომში არ შეუძლია თქვას – არა, მე შეშლილი არ ვარ. ომის სიგიჟე… მეფიქრება საბრალო გოგონაზე, რომელიც მოსკოვში, ავტომობილის სავარძლის ქვეშ დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა – ომისთვის უდანაშაულებს უწევთ გადახდა”, – განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში “პუტინის იდეოლოგად” წოდებული ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, კრემლის პროპაგანდისტის, დარია დუგინას ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც, 29 წლის ქალი ადგილზევე დაიღუპა.

 

იტვირთბა....