ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხინჩეგაშვილს უფლება მისცეს, გულიაშვილს 5 100 ლარი უტენდეროდ გადაურიცხოს

მსახიობ პაატა გულიაშვილის სოლო კონცერტი მეჯვრისხევშიც გაიმართება. როგორც “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს, გუშინ, შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ გორის მერს, ლადო ხინჩეგაშვილს უფლება მიეცეს, გულიაშვილს 5100 ლარი უტენდეროდ აუნაზღაუროს.

გორის მერიამ შესყიდვების სააგენტოს იმ მიზეზით მიმართა, რომ პაატა გულიაშვილისთვის გადასახდელი თანხა 5 000 ლარს აღემატებოდა და შესაბამისად, ტენდერის ჩატარება იყო საჭირო. როგორც qartli.ge წერს, გორის მერიის მიმართვის საფუძველზე, შესყიდვების სააგენტო დარწმუნდა, რომ მეჯვრისხევში კონცერტის ჩატარება “გადაუდებელი აუცილებლობიდან” გამომდინარეობდა და შესაბამისად, პაატა გილიაშვილისთვის თანხის უტენდეროდ გადარიცხვის ნებართვა გასცა.

ამავე თემაზე: რამდენს უხდიან პაატა გულიაშვილს შიდა ქართლში კონცერტების სანაცვლოდ

იტვირთბა....