ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენს უხდიან პაატა გულიაშვილს შიდა ქართლში კონცერტების სანაცვლოდ

შიდა ქართლში მსახიობ პაატა გულიაშვილის ტურნე მიმდინარეობს – ის სიმღერისა და იუმორის საღამოებს აწყობს. 17 აგვისტოს გულიაშვილის კონცერტი ხაშურში გაიმართა, 22 აგვისტოს კი ქარელში, ხოლო 27 აგვისტოს, მსახიობი გორის სოფელ მეჯვრისხევში წარდგება მაყურებლების წინაშე.

“შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” მოიპოვა დოკუმენტები, თუ რა თანხას უხდიან მსახიობს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. გამოცემის ცნობით, ხაშურის მერიამ გულიაშვილს 2500 ლარი, ქარელის მერიამ – 3827 ლარი გადაუხადა, რაც შეეხება გორის მერიას, არსებული ცნობით, 5100 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გულიაშვილმა ხაშურში ბენდთან ერთად იმღერა, თუმცა ქარელში, სადაც ბენდის გარეშე იმყოფებოდა, თითქმის 1000 ლარით მეტს უხდიან. იმისათვის, რომ ქარელში სოლო კონცერტი “მრავალფეროვანი” ყოფილიყო, ქარელის კულტურის სახლში ადგილობრივი ქოროგრაფიული ანსამბლებიც ჩართეს”, – წერს qartli.ge.

გულიაშვილის ტურნე ბორჯომიდან დაიწყო, სადაც, არსებული ცნობით, 5000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

იტვირთბა....