ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პეტრიაშვილი: დღეს, უკრაინელების თითქმის 100 % დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს ურდოს

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ომის ექვს თვეს აჯამებს. როგორც პეტრიაშვილი წერს, უკრაინელებში არის განწყობა, რომ მტერს აუცილებლად დაამარცხებენ.

“გაუმარჯოს ძლიერ დამოუკიდებელ გამთლიანებულ ევროპულ უკრაინას! დღეს დიდი და ამავე დროს საპასუხისმგებლო დღეა უკრაინაში! ნაძირალა ურდო შეიძლება ყველაფერზე წავიდეს დღეს, უკრაინას რომ დამოუკიდებლობის დღე ჩაამწაროს, მაგრამ არაფერი გამოუვათ მაინც!
უკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს! უკრაინა დაამარცხებს და დაანგრევს პუტლერის და მისი ხროვის რეჟიმს!
მთელი ცივილზებული სამყარო გვერდით უდგას უკრაინას ამ ბრძოლაში, მაგრამ უმთავრესი აქ არც დასავლეთია, არც უკრაინის გმირი პრეზიდენტი და მისი უმაგრესი გუნდია, არამედ უმთავრესი უკრაინელი ხალხია! მისი სიტყვაა გადამწყვეტი, სად და როგორ დასრულდება ომი რაშიზმის წინააღმდეგ!
6 თვე გავიდა დღეს, რაც ურდო შეესია უკრაინას, მაგრამ დგანან ძალიან მაგრად ჩვენები! მოუკლეს და უწამეს ქალები, ბავშვები, მოხუცები, სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭები, მაგრამ არათუ არ გატყდა უკრაინელი ერი, არამედ პირიქით უფრო მაგრად გამთლიანდა, გაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და დღეს თითქმის 100 % უკრაინელების დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს ურდოს და დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ყირიმს, დონბასს და სხვა ტერიტორიებს!
გაუმარჯოს ჩვენს ძმებს უკრაინელებს ამ დიდ ბრძოლაში ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ!
მომავალ წელს გამთლიანებული გამარჯვებული უკრაინისთვის მიგველოცოს დამოუკიდებლობის დღე!
მარადიული ხსოვნა გმირებს, უკრაინელებს, ქართველებს და სხვა ეროვნების მებრძოლებს, ვინც თავი გაწირა ამ გამარჯვებისთვის!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
პ.ს. საჩუქრებში ამერიკას მე ვერ შევეჯიბრები – დღეს 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოცხადდება! ხო ხო რეები იქნება შიგნით წარმომიდგენია!”, – წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....