ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოკუპანტებმა თხრილების რაოდენობა გაზარდეს, ეს შეიძლება გარკვეულ სამზადისზე მიანიშნებდეს”, – რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთში, სოფელ გრემისხევის მიმდებარედ თხრილების რაოდენობა გაზარდეს.

“ეს შეიძლება მიანიშნებდეს გარკვეულ სამზადისზე, თუმცა, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რას ემსახურება ამ თქხრილების გაკეთება. შესაძლოა, იქ გეგმავდნენ ახალი ღობეების დამონტაჟებას, ან მავთულხლართების ჩადგმას, რაც გულისხმობს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას”, – განუცხადა ქაცარავამ “მთავარ არხს”.

არსებული ინფორმაციით, ახალი მავთულხლართი გამოჩნდა ასევე შიდა ქართლში, ატოცი-ქვემო ოქონას მონაკვეთზე.

ამავე თემაზე: სოფლების – ოქონას და გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

იტვირთბა....