ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოქონას და გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ოკუპირებული სოფლების მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.
სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას.
უკანონო ე.წ. ბოდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის.
უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” სუს-ში.