ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფლოტის ავიაცია გაგინადგურეთ 50%, ჯერ სად ხართ! იდგებით პურის და შაქრის რიგში მალე…” -ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს ფრონტის ხაზზე უკრაინელების წარმატებების შესახებ წერს.
“ყირიმში ურდოსებს აღარც ძილი უწერიათ და მითუმეტეს აღარც დასვენება! ყირიმის დერაშიფიკაცია დაწყებულია! ყოველ ღამე სირენები ევპატორიაში, სევასტოპოლში, ქერჩის ხიდის მიდამოებში – გაიგონ როგორია ღამე ბომბების დაცემა! მადლობა თქვან, მშვიდობიანად დაახვიონ მამულია დედულიებმა უკრაინიდან! ეს უკვე დამდგარი რეალობაა! ასე იყო გუშინაც. ასე იქნება აწი სულ და ვიდრე ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ დგა, დაახვიეთ უკრაინიდან თქვე მართლა ურდოსებო!
თან, ურდოსგან განსხვავებით, ჩვენები სულ სამხედრო ინფრასტრუქტურას ურტყამენ! მალე, სულ მალე 10-იანებში მოარტყამენ! შავი ზღვის ფლოტის ავიაცია ხო გაგინადგურეთ 50%-ით, ჯერ სად ხართ!
მოდის ახალი პარტია ჰაიმარსებიც, ნასამს 270 ებიც და კიდევ ბევრი რამეები!
ბელგოროდიდანაც ხო დაიწყეთ აქტიურად მოძუძგვა? საცა თქვენების ბაზებია, ყველა ლეგიტიმური სამიზნეაო, ასე სთქო პენტაგონმა!
გუშინ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლშიც მოიწია პაპეროზები! კაი ხანს გიზგიზებდა და იყო ფოიერვერკები!
ჯერ სად არი ურდო? სწორედ ახლა ვკითხულობ ბელარუსი ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩის “ცინკის ბიჭებს”! ეს ყველაფერი, რაც ავგანის მერე გადაგხდათ, წინა გაქვთ ურდოსებო! დასახიჩრებული, გამწარებული, ომიდან დაბრუნებული ორკები რო მოგიტრიალდებიან და რატო გაგვწირეთო, მერე იდექით პუწიოვკების, პურის და შაქრის რიგში და უყურეთ თქვენს დასახიჩრებულ ორკებს!
ვერცერთ მიმართულებაზე სანტიმეტრით ვეღარ მიიწევს წინ ურდო აღმოსავლეთ ფრონტზე! რანაირად წაიწევს, აღარავის ომი არ უნდა, უფრო სწორედ, საკობზონე მასალად გადაქცევა!
ბაზმუტის, სლავიანსკის, კრამტორსკის და ხარკოვის მიმართულებით კობზონის აუდიტორია იზრდება ყოველ დღე ასეულებით! დღეს თუ არა ხვალ ყველა ვარიანტში 45 ათასი მკვდარი ურდოსი შესრულდება!
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო მისიაზე ხო მოუწია ურდოს დათანხმება! არ გავა უკრაინასთან და დასავლეთთან შანტაჟი!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – თქვენ წარმოიდგინეთ, შვეიცარიაც გაიმარჯვებს
ბოლოს, პირობას ვდებ – საქართველო ნატო-ში რო შევა, ფინეთის ცხოვრების და დემოკრატიის სტანდარტებისკენ რო დაიძრება, ვინც არ უნდა იყოს და რამდენი წლისაც არ უნდა იყოს პრემიერი, თუ დალევს და იცეკვებს, ტაშით, ცეკვით და სიმღერით შევეგებები მეც! სანა მარინ ჩემპიონ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.
იტვირთბა....