[su_quote]არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან – სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად. გიორგი ანწუხელიძე – ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის.
დღეს გიორგი 38 წლის გახდებოდა, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა 23 წლის გმირის ისტორიად[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, მას 38 წელი შეუსრულდებოდა