„ნაციონალური მოძრაობა“ ჩუღურეთის გამგეობიდან თანამშრომლის უმიზეზოდ გათავისუფლების შესახებ საუბრობს. განცხადებები ამ თემაზე დღეს პარტიის ოფისში გაკეთდა. ოპოზიციური პარტიის წევრები უახლოეს დღეებში სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
“გარდაბნის არჩევნების შემდეგ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი ბატონი დავით გაბოშვილი, რომელიც იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩევნებზე დამკვირვებელი და გამოამჟღავნა რამოდენიმე დაღვევის ფაქტი, გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, გამგებელი ზურაბ ჩიკვილიაძის მიერ,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
გამგეობის უკვე ყოფილი თანამშრომელი დავით გაბოშვილი კი აცხადებს, რომ სამსახურიდან ამჟამად გარდაბანში გამართულ არჩევნებზე დარღვევების აღმოჩენის გამო გაათავისუფლეს და მის მიმართ განხორციელებულ სატელეფონო მუქარაზე საუბრობს.
“ჩემზე იყო არაერთხელ მესიჯები მუქარები, რომ შენ ხარ მოხსნის კანდიდატი და დიდი ხანი ჩვენთან ვერ იმუშავებ, არ ხარ შენ ჩვენი გუნდის წევრი, აი ესეთი მესიჯები იყო ჩემს მიმართ და მოველოდი მაგას, რომ გამათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ბრძანებაში წერია, რომ გათავისუფლებული ხარ იმიტომ, რომ შენ მიიღე მონაწილეობა გარდაბნის აჩევნებში“- აღნიშნა დავით გაბოშვილმა.