რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში “გმირი დედის” ტიტული წესდება. ამ ტიტულს მიიღებენ ის ქალები, რომლებიც ათ, ან მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან. მათ ჯილდოდ 1 მილიონი რუბლი გადაეცემათ.
“გმირი დედის“ ტიტული ქალს მიენიჭება მაშინ, როცა მისი მეათე შვილი ერთი წლის გახდება და ამასთანავე იმ პირობით, თუ იმ დროისთვის დანარჩენი 9 შვილიდან ყველა ცოცხალი იქნება. ტიტულის მინიჭებისას მხედველობაში მიიღებენ იმასაც, არის თუ არა ქალი “სამშობლოს დაცვისას” დაღუპული, ან დაკარგული, ან რაიმე სამხედრო დავალების შესრულებისას დაღუპულის დედა.
“გმირი დედის” ტიტული რუსეთში დაწესებულ უმაღლეს ტიტულებს – “რუსეთის გმირისა” და “შრომის გმირის” ტიტულებს გაუტოლდება.