მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

წილოსანი მიქელაძეს: შეიძლება არ მოგწონდეს ლაცაბიძის საქმიანობა, მაგრამ მის ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება, ყველა სტანდარტს ქვემოთ არის

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში უფლებადამცველი თამთა მიქელაძის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ ვიზუალურ მხარეზე და ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება, ყველა სტანდარტს ქვემოთ არის.

“შემთხვევა, როცა უფლებადამცველმა არ იცის როგორ არ გადავლახოთ ის ზღვარი, საიდანაც იწყება სტიგმების და სტერეოტიპების განმტკიცება.
შეიძლება არ მოგწონდეს ნინო ლაცაბიძის პოლიტიკა ან საქმიანობა, მაგრამ მის ვიზუალურ მხარეზე და ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება, ყველა სტანდარტს ქვემოთ არის”, – ამბობს წილოსანი.

მიქელაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი განათავსა: “წარმოუდგენელი რეალობაა რუსთავში !!! ნინო ლაცაბიძე დაბინძურების ზონას ლამაზი კაბებით და პიჯაკებით და ბედნიერი ჰაბიტუსით რომ წარმოადგენს, არ აქვს უხერხულობა ?!”

მიქელაძე მის პოსტს ურთავს სოციალური ქსელის ერთ-ერთი გვერდის სტატუსს, სადაც ჰაერის დაბინძრებაზეა საუბარი. 

იტვირთბა....