სუხიშვილების სოლისტი იაკობ მეტრეველი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სუხიშვილების ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ანსამბლის სოლისტის და გამორჩეული პიროვნების – იაკობ მეტრეველის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.