ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით, იშლება მტკიცებულებები მასზე განხორციელებული ზეწოლის საქმეზე

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით Facebook-ზე მორიგი პოსტი გავრცელდა, რომელშიც საუბარია, რომ გოგაშვილზე ზეწოლის დასამტკიცებელი საჭირო მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის დავალებით იშლება.

როგორც პოსტში აღნიშნული, ივანიშვილს ამ საქმეზე კომუნიკაცია აქვს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

პოსტში ვრცელდება იმ საუბრის შინაასი, რომელიც გოგაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონა.

“აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მე თვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ…

მოიცა, კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?” – ამბობს ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილის პოსტის მიხედვით.

ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს დაავალა, გოგაშვილთან შაბათ დღეს ოჯახის წევრების შეყვანის გამო, ციხის რამდენიმე თანამშრომელი “დასაჯოს”, დანაშაული საკუთარ თავზე ააღებინოს და სანაცვლოდ ფული აჩუქოს.

“გრიგოლ [ლილუაშვილი], მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია”, – წერია პოსტში.

იტვირთბა....