ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” ორი ვარიანტისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სტიგმატიზაციის პრობლემას უკავშირდება.
ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეარჩია ალტერნატიული სახელები – ამიერიდან დაავადების აფრიკული ვარიანტები რომაული ციფრებით იქნება აღნიშნული.
“შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან “კონგოს აუზის” ვარიანტი აღინიშნება სიმბოლოთ “I”, ხოლო “დასავლეთაფრიკელი” შტამის დასახელება იქნება “II”, – აღნიშნულია ჯანმო-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.