საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტებიდან ერთ-ერთი, ნაპრალშია გადავარდნილი.
ცნობისთვის, სამაშველო ღონისძიება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით უკვე დაწყებულია. მაშველებმა მესტიაში ორი ტურისტი ჩამოიყვანეს, დარჩენილი ოთხიდან სამს გადაადგილდებიან დამოუკიდებლად შეუძლია, ხოლო ნაპრალში ჩავარდნილი ტურისტის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
მესტიაში ჩამოყვანილი ორი ტურისტი სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.