ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პენტაგონი: აშშ-ს უკრაინისთვის არ გაუგზავნია იარაღი, რომლითაც ყირიმს დაარყამდა

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არ გაუგზავნია იმ ტიპის იარაღი, რომლითაც ყირიმში, “საკის” აეროდრომზე დარტყმის განხორციელებას შეძლებდნენ. ამის შესახებ Twitter-ზე ჟურნალისტი ჯეფ სელდინი წერს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით.

“აშშ-ს არ მიუცია უკრაინისთვის არანაირი იარაღი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ყირიმში, “საკის” აეროპორტზე შეტევის მიტანა”, – ციტირებს ჟურნალისტი ოფიციალური პირის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ყირიმში მდებარე აეროდრომზე, სადაც რუსული სამხედრო ბაზა იყო განთასებული, 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მტერმა მინიმუმ ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

ამავე თემაზე: რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა – ბრიტანეთის თავდაცვა ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე

იტვირთბა....