ყირიმში მომხდარმა აფეთქებებმა, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირებულია ფლოტის საზღვაო საავიაციო შესაძლებლობები. ეს ინციდენტი, ალბათ, აიძულებს რუსეთის არმიას გადახედოს საფრთხის აღქმას, რადგან ყირიმი ადრე მათთვის უსაფრთხო ზურგად აღიქმებოდა“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლება დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის ავიაბაზაზე აფეთქებების შედეგად სულ მცირე ხუთი Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი მრავალფუნქციური Su-30 FLANKER თვითმფრინავები განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც ირკვევა, აფეთქების შედეგად 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.