გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია ქვეყანაში.
ამ ეტაპზე გერმანული მხარე პრეზიდენტის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული.
“ჩემი კოლეგები გერმანიაში ამაზე მუშაობენ, გვქონდა ამ თემაზე საუბარი. მუდმივ კონტაქტზე ვარ, ეს ვიზიტი შედგება“, – აცხადებს გერმანიის ელჩი უკრაინაში ანკა ფელდგუზენი უკრიანულ მედიასთან ინტერვიუში.

