aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“, მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდის ბოლო დროინდელი განცხადებებია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვტოვებ, პარტია „საქართველოსთვის“ და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომლებიც, ფაქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც, ავსებს „ნაცმოძრაობას“ და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებასთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება.

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ უკვე ყოფილი წევრი ნუგზარ შუშანია სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....