Metronome.Ge

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ბანკები
  • საზოგადოება
    • კრიმინალი
    • ვიდეო
    • ჯანდაცვა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
  • უკრაინის ომი
  • ბლოგები
  • ციტატა
  • ქვიზი
Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი პუტინისგან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს

11/08/202211/08/2022
0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ზაპაროჟიეს ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია და პუტინს გაცნობიერებული აქვს ამის შესაძლო შედეგები. ზელენსკის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რადიაციული ავარიის პროვოცირება მოახდინოს.

“თუ საბჭოთა ხელისუფლება ჩერნობილის კატასტროფის და მისი შედეგების მიჩქმალვას ცდილობდა, რუსეთის ხელისუფლება გაცილებით ცინიკური და საშიშია – ის თავად აკეთებს ყველაფერს, რომ ბირთვული კატასტროფის რისკები მაქსიმალურად გაიზარდოს და ატყუებს მთელ მსოფლიოს, რომ ამაში დამნაშავე ვიღაც სხვაა”, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, ევროპა ამ საფრთხისგან იქნას დაცული.

“ზაპაროჟიეს ატომური სადგური ყველაზე დიდია ჩვენს კონტინენტზე, მსოფლიოში კი სიდიდით მესამეა – ექვსი ენერგობლოკით”, – აღნიშნავს ზელენსკი და ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია ამ ადგილს ტერორისა და შეიარაღებული პროვოკაციებისთვის იყენებს – “რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ტანკებიდან მას ესროლეს. შეუძლებელია, რუსმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ მთელ ევროპას ბირთვული კატასტროფის წინაშე აკავებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის ჩრდილოეთ ევროპელ მოკავშირეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინივოლოდიმერ ზელენსკი
იტვირთბა....

შემოგვიერთდი

Facebook

უახლესი

აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლები შევხვდით, რათა განგვეხილა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის...

სტაჟიორი21/12/202521/12/2025
21/12/202521/12/2025

უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება – ორბანი

სტაჟიორი21/12/202521/12/2025
21/12/202521/12/2025

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სტაჟიორი21/12/202521/12/2025
21/12/202521/12/2025

მოქალაქეები ფილარმონიიდან პარლამენტისაკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თათია შაიშმელაშვილი20/12/202520/12/2025
20/12/202520/12/2025

შსს განცხადებას ავრცელებს

თათია შაიშმელაშვილი20/12/202520/12/2025
20/12/202520/12/2025

რედაქცია

  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი

ახალი ამბები

  • ციტატა
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

საზოგადოება

  • ვიდეო
  • ბიზნესი
  • ჯანდაცვა
  • სპორტი
  • კულტურა

Metronome.Ge
ჩვენ არ ვართ მხარე და ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას!
FacebookTwitterInstagramLinkedinYoutubeEmail
2015-2022 © Metronome.Ge ყველა უფლება დაცულია
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ბანკები
  • საზოგადოება
    • კრიმინალი
    • ვიდეო
    • ჯანდაცვა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
  • უკრაინის ომი
  • ბლოგები
  • ციტატა
  • ქვიზი