ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი, მიკ რაიანი ყირიმის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკრაინელების “გასაოცარი წარმატებაა”.
გენერლის თქმით, დარტყმა გავლენას იქონიებს რუსი სამოქალაქო პირების მორალზეც. მათ მედიაში ამგვარი კატასტროფები იშვიათად თუ უნახავთ. თუმცა, ზეგავლენა ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი აზრი ადრინდელ დონეზე დარჩა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ.
“არ ვაპირებ სპეკულირებას [ყირიმში საკის აეროდრომზე თავდასხმისთვის] გამოყენებულ იარაღსა თუ დამიზნების პროცესზე. ამასთან დაკავშირებით ბევრად უფრო ინფორმირებულმა ხალხმა გამოხატა აზრი. მსურს, ყურადღება გავამახვილო უკრაინის ამ წარმატებული ოპერაციის შედეგებზე.
ბუნებრივია, [შეტევის შედეგად] რუსეთი რამდენიმე თვითმფრინავს დაკარგავს, რაც კარგია. თუმცა, რეალურად, მათ ბევრად მეტი აქვთ. ასე რომ, [თვითმფრინავების განადგურება] კი იქნებოდა სასურველი შედეგი, მაგრამ [ აეროდრომზე შეტევას] ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა.
ტყვია-წამლისა ან/და საწვავის საწყობების განადგურება რუსეთისთვის ბევრად უფრო სერიოზული მოვლენაა. გახსოვთ, იაპონელებმა პერლ-ჰარბორზე თავდასხმისას საწვავის საწყობები რომ ვერ გაანადგურეს? უკრაინელებმა იგივე შეცდომა არ დაუშვეს. ამას [რუსეთის] საავიაციო პროცესებზე უფრო ხანგრძლივი გავლენა ექნება.
ნათქვამი იყო, რომ ბაზას S400-ის სისტემები იცავდა. ასე რომც არ ყოფილიყო, იყო თავდაცვის სხვა სისტემები, რომლებიც აშკარად ჩაფლავდნენ. ეს კი გავლენა იქონიებს რუსების და შესაძლო მყიდველების რწმენაზე რუსული თავდაცვის სისტემებში.
ახლა უკრაინელები ყირიმის მნიშვნელოვან ნაწილს ემუქრებიან, თან არა მარტო ავიაბაზებს. შავი ზღვის ფლოტი, თავისი საწვავით, იარაღით, სარემონტო და სხვა ინფრასტრუქტურით უკვე მოწყვლადია. ეს რუსებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ბაზის დათმობას მოინდომებენ (არც დათმობენ), მაგრამ მათ მოუწევთ საჰაერო თავდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვა თავდაცვის გამაგრება, ანდა იმის გადააზრება, თუ რა ღირებული სამხედრო სისტემებია განთავსებული ბაზაზე.
ნათელია, რომ უკრაინელებს თვალი უჭირავთ ყირიმზე – ან მის დაბრუნებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში (ეს ყოველთვის იქნება უკრაინის მიზანი), ან მოკლევადიან პერსპექტივაში მისი, როგორც სამხედრო „ეშმაკობის“ გამოყენებაზე, რომელიც რუსეთს სტრატეგიულ დილემაში მოაქცევს ჯარის განთავსებასთან დაკავშირებით.
ეს [შეტევა] ასევე უკრაინის მცდელობაა, აჩვენოს რუსეთს, რომ მართალია აშშ-ს არ სურს, უკრაინამ რუსეთში მდებარე ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა რუსეთის სტრატეგიულად ღირებული აქტივები რისკის და დარტყმების ქვეშ იქნება სხვა ლოკაციებზე. ეს ართულებს დაგეგმარებას რუსეთისთვის. ეს ესკალაცია არ არის!
უკრაინისთვის ეს ინფორმაციული გამარჯვებაცაა. ეს მათ სამხედროებს და მოქალაქეებს მორალს უმაღლებს და ამავე დროს, ყურადღება კვლავ გადმოაქვს კონფლიქტზე და ეუბნება დასავლეთს, რომ კვლავ ღირს უკრაინის მხარდაჭერა, მიუხედავად ევროპაში ენერგეტიკის ღირებულებისა.
ამავე დროს, ეს მორალური კატასტროფაა რუსეთისთვის. ისინი განა მარტო არაკომპეტენტურებად ჩანან ისეთი ბაზების დაცვაში, რომლებიც შორსაა „ფრონტის ხაზიდან“ – [დარტყმა] გავლენას იქონიებს მათი სამხედროების მორალზე. შეიძლება, მეტი გენერლის „პენსიაზე გასვლა“ ვნახოთ მომხდარის გამო.
დარტყმა გავლენას იქონიებს რუსი სამოქალაქო პირების მორალზეც. მათ მედიაში ამგვარი კატასტროფები იშვიათად თუ უნახავთ. თუმცა, ზეგავლენა ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი აზრი ადრინდელ დონეზე დარჩა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ.
უდავოა, რომ ეს რუსებისთვის ნაღვლიანი 24 საათი იყო, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კი გასაოცარი წარმატებაა, რომელიც დააძალებს რუსეთს, რთული გადაწყვეტილებები მიიღოს ძალების განთავსებაზე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში.
მაგრამ, ამ ომში კიდევ ბევრია დარჩენილი. დარტყმა ბევრ კარგს ამბობს უკრაინის ინიციატივასა და შესაძლებლობებზე, მაგრამ ბევრი რამ გაურკვეველია იმისთვის, რომ ეს დარტყმა ომის საბოლოო შედეგის საწინასწარმეტყველოდ გამოვიყენოთ.
ყირიმში, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ მოქცეულ საკის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად განადგურდა, სულ მცირე:
- 3 ერთეული Su-30;
- 4 ერთეული Su-24;
- კიდევ ერთი გამანადგურებელი, რომლის გარჩევაც ზუსტად ვერ ხდება და არის ან Su-27 ან Su-30;
ამ დასკვნას აეროდრომზე თავდასხმისა და სატელიტური ფოტოების გაცნობის შემდეგ აქვეყნებენ სამხედრო-ანალიტიკური პლატფორმები, მათ შორის OSINTtechnical-ი”, – წერს გენერალი.
14/ But there remains a long way to go in this war. While this attack says great things about Ukrainian initiative and capabilities, there remains too many uncertainties to use it as a basis for predictions on the ultimate outcome of the war. End.
— Mick Ryan, AM (@WarintheFuture) August 10, 2022
თარგმანი: ნეტგაზეთი

