მოსკოვის სიახლოვეს დედაქალაქის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყაზარმა დაიწვა.
როგორც ირკვევა, ხანძარი ჯამში 1,2 ათას კვ. მეტრზე მეტ ფართს მოედო, – იუწყება ТАСС-ი. მისივე ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.
“ღამის განმავლობაში იწვოდა ხის ყაზარმები, სადაც წვევამდელები არიან განთავსებული. ხანძრის კერის ფართობმა 1.200 კვ. მეტრს მიაღწია. ამ სამხედრო ნაწილში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მე-4 დივიზიაა განთავსებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

