მარიუპოლში პარტიზანები დაწვეს რუსების საწყობი, სადაც მოპარული ნივთები ინახებოდა, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
მარიუპოლში გამართულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხის გაცემისას მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში პარტიზანები არიან.
მანვე დასძინა, რომ დამპყრობლებმა გაძარცვეს მარიუპოლის მცხოვრებთა სახლები და მოპარული ნივთები “გარკვეულ ადგილას” შეაგროვეს.

