როგორია “ახალი ტფილისის” პროექტი? როგორც ცნობილია რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს დედაქალაქის ისტორულ უბნებს, სადაც გაჩნდება ახალი რეკრეაციული ზონები და მოეწყობა ტურისტული ფეხით მოსიარულეთა მოედნები.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი დაიწყება შემდეგი უბნებიდან: მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, დავით აღმაშენებლის გამზირი, ღვინის აღმართი, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.