2 დღენახევარი, მიცვალებულებთან ერთად არხში ვიყავი ჩაგდებული, – შინდისის ბრძოლის ცოცხალი გმირი გიგა მურვანიძე საკუთარ ემოციურ ისტორიას “რუსთავი 2-თან” საუბრისას იხსენებს.
მისი თქმით, საჯარო გამოსვლები ძალიან უმძიმს, დაბნეული და შებოჭილია.
“ძალიან მიჭირს და მიძნელდება გამოსვლა. შებოჭილი და დაბნეული ვარ. მოწინააღმდეგეს 2 ტანკი ჰყავდა და ორივედან ცეცხლი გაიხსნა. აქ შენობებს, რასაც ხედავთ აქ იყვნენ განლაგებულნი, ყველა მხრიდან. ჩვენ ვიყავით ფაქტიურად მინდორში. ყველა მხრიდან ცეცხლის ქვეშ ვიყავით, იყო ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე. 2 დღენახევარი, მიცვალებულებთან ერთად არხში ვიყავი ჩაგდებული. შემდეგ მესამე დღეს მნახეს, როდესაც მიცვალებულებში დაჭრილებს ეძებდნენ”, – აცხადებს შინდისის ცოცხალი გმირი.

