ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი “გრადებით“ დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქი “გრადებით“ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში დაიღუპა სამი ადამიანი, შვიდი კი, მათ შორის 13 წლის ბავშვი – დაშავდა.

როგორც რეზნიკოვი აცხადებს, ოკუპანტებმა ოლქის ოთხ რაიონზე იერიში 120 რაკეტით მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

“დანგრაულია ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. დაზიანდა სამი სკოლა, მაღაზიები, ავტოფარეხი და ავტომობილი. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც, ნიკოპოლის 6000-ზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

იტვირთბა....