ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჭულაძე პოდოლიაკის განცხადებაზე: ვფიქრობ, სწორი არ არის ის ნარატივი, რომელიც ჩვენს მიმართ მიმდინარეობს

[su_quote]ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის[/su_quote]

ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ”.

პოდოლიაკის თქმით, ეს მათივე რეპუტაციისთვის იქნება კარგი.

“საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება”, – აცხადებს პოდოლიაკი.

იტვირთბა....