ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

“საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ” – პოდოლიაკი

საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები.

“ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები.

ადამიანს შეუძლია, ფული გამოიმუშაოს თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია, შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო, შენც გიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა, მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ, ბევრი ფული აქვთ, ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკური პროცესებზე გავლენა აქვთ.

უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს, უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ, სამწუხაროდ საქართველოში ამას ვერ ვხედავთ.

დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის, აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

იტვირთბა....