ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კულება: EU-ს და G7-ის ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სავსებით მართებულად მოითხოვს ამას დაჟინებით. რუსები, ძირითადად, მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. მათ უფლება უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთაზე, ვიდრე არ ისწავლიან პატივისცემას”, – წერს კულება.

ამავე თემაზე: ზელენსკი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის უნდა ჩაიკეტოს საზღვრები, აიძულეთ ისინი, წავიდნენ რუსეთში

იტვირთბა....