ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის უნდა ჩაიკეტოს საზღვრები, აიძულეთ ისინი, წავიდნენ რუსეთში

“უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიის შესაჩერებლად, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გამოაცხადონ, რომ პასუხად, ისინი რუსეთის ყველა მოქალაქის შესვლას კრძალავენ”, – ამის შესახებ უკრეინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცადა.

ზელენსკის თქმით, რუსებისთვის საზღვრების ჩაკეტვა “ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციაა”.

“რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ, მაშინ მიხვდებიან… ახლა ისინი ამბობენ – ამ ომს ჩვენთან კავშირი არ აქვს, მთელი მოსახლეობა პასუხისმგებელი ვერ იქნებაო. ეს შესაძლებელია? – დიახ, შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან. არ გინდათ იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ყველამ თქვენი წესებით უნდა იცხოვროს. ხოდა, წადით და რუსეთში იცხოვრეთ, ეს პუტინზე ზემოქმედებისთვის ერთადერთი გზაა”, – აცხადებს ზელენსკი.

 

იტვირთბა....