ახალი ამბები მთავარი

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ გიგა ნიკოლეიშვილმა გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მცირე დოზით საკადრო გადაადგილებები იქნება. კონკრეტულად რა საკადრო გადაადგილებები იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. გავეცნობი თანამშრომლებს, შევაფასებ მათ პროფესიონალიზმს და გადაადგილებებზე გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე მივიღებთ,” – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის საკრებულომ მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი გუშინ ოპოზიციის თანხმობის გარეშე დაამტკიცა. ეს თანამდებობა კი ვაკანტური იანვრის ბოლოს მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაატა ჯაჭვლიანნა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იტვირთბა....