ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რამდენი თვითმფრინავი განადგურდა ყირიმის ავიაბაზაზე – უკრაინის საჰაერო ძალების განცხადება

რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში სამშაბათს, 9 აგვისტოს, ძლიერი აფეთქებები მოხდა საკის სამხედრო აეროდრომზე და განადგურდა მტრის მრავალი თვითმფრინავი.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Facebook-ზე იუწყება, ნახევარკუნძულზე აფეთქების შედეგად მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.

“საკი! მინუს ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.

ამავე თემაზე: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში

იტვირთბა....