.
50 ათასამდე ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა და მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის ფარგლებში ხელისუფლებას დაგეგმილი რეფორმების გაუქმებისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს და პარლამენტთან შეიკრიბნენ.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციას ახალგაზრდების ჯგუფი გამოეყო და პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა. აქტივისტებმა შენობები დაარბიეს, ნაგვის ურნებისგან ბარიკადები ააგეს და ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენი აქტივისტი დააკავეს.