ახალი ამბები მთავარი სამართალი ჯანდაცვა

ბათუმში ქალი მე-5 სართულიდან გადმოხტა

ბათუმში, კლინიკა “მედინას” მე-5 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობის შემდგომი გართულებები ჰქონდა. კლინიკაში სამკურნალოდ სწორედ ამის გამო იყო მოთავსებული. დაღუპული 30 წლის იყო. როგორც “მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....