კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აუკრძალონ საზღვრის გადაკვეთა.
პესკოვის თქმით, ზელენსკი მოწოდება ირაციონალურია.
“რა თქმა უნდა, აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს”, – ამბობს პესკოვი.
ზელენსკის თქმით, რუსებისთვის საზღვრების ჩაკეტვა “ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია” იქნება.
“რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ… მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან. არ გინდათ იზოლაცია? ხოდა, წადით და რუსეთში იცხოვრეთ, ეს პუტინზე ზემოქმედებისთვის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.