ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ენერგეტიკის სამინისტრომ ბოდიში უნდა მოიხადოს”: კალაძე არასამთავრობოებს ხვდება

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. კახა კალაძე ექსპერტებს მიაწვდის ინფორმაციას “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ერთ-ერთი თემა ასევე, შესაძლოა იყოს აზერბაიჯანულ “სოკართან” ურთიერთობა.

“რატომ ვსაუბრობთ გაზპრომთან, ვისი ინიციატივით, რა საგანზე ვსაუბრობთ, გვესმის თუ არა რისკები ამას რაც თან სდევს, მუდმივად გვესმის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ამიტომ დღეს დაისმევა ყველა ის კითხვა, რაც აქამდე გაგვიჟღერებია. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ინფორმაციას გამოვიტანთ ამ დახურული შეხვედრიდან“.  – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

კალაძის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვერას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თურმე დღეს ენერგეტიკის მინისტრი საზოგადოებას ხვდება ენერგეტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, რაც რა თქმა უნდა “გაზპრომის” საკითხის დეაქტუალიზაციისათვის კეთდება.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: არავითარი შანსი ირანიდან სომხეთის გაზის მომარაგებისა არ არსებობს უახლოესი წლების განმავლობაში. უფრო მეტიც, “გაზპრომის” დამოკიდებულება საქართველოს გაზსადენზე, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშირებს, კიდევ უფრო გაიზრდება. ენერგეტიკის სამინისტრომ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას იმ სიცრუის გამო, რომელსაც იგი ავრცელებდა ბილო პერიოდში, გაზპრომის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ”. – წერს გოცირიძე.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ის ენერგეტიკის სამინისტროს შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

 

იტვირთბა....