ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დედაენის ბარი”: კიბერშემოტევა მოგერიებულია, ამას თქვენს გარეშე ვერ შევძლებდით

[su_quote]საყვარელო მეგობრებო, ვხედავთ და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. მუდმივ რეჟიმში ვიღებთ უამრავ წერილს, ჩახუტებასა და სითბოს. კიბერშემოტევა მოგერიებულია, ამას თქვენი დაუღალავი შრომისა და საბრძოლო შემართების გარეშე ვერ შევძლებდით. უდიდესი მადლობა უკრაინელებს, რომლები რეალური ფრონტის ხაზიდან ახერხებენ ჩვენს დასახმარებლად დროის გამონახვას, თქვენი გმირობა ცრემლებამდე გვახარებს! ასეთ ძლიერ ენერგიას, ასეთ სიყვარულს, ასეთ საქართველოს ვერავინ დაემუქრება. ჩვენი საქმე მართალია, რაც არ უნდა სახელი უწოდონ! მადლობა კარგო ხალხო! დიდი დიდი მადლობა! დიდება თავისუფალ საქართველოს დიდება უკრაინას, ****** რუსეთს, ჭირი იქა, ლხინი აქა[/su_quote]

აღნიშნული პოსტი “დედაენის ბარის” Facebook გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, თბილისში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.

ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო.

მოგვიანებით, Google-დან დედაენის ბარის შესახებ რუსების უარყოფითი შეფასებები წაიშალა.

იტვირთბა....