რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს РИА Новости-სთან ინტერვიუში ჰკითხეს, იყო თუ არა სოჭში ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე განხილვის საგანი რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატის, “ბაირაქტარის” შესაძლო წარმოება ან თურქეთისგან შეძენა.
ამაზე პასუხად, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე ორი ქვეყნის პირველ პირებს არ უსაუბრიათ.
ამავე თემაზე: პუტინის და ერდოღანის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა – რაზე შეთანხმდნენ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები