სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა. ოთხსაათიანი დიალოგის შედეგად, პუტინი და ერდოღანი ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სამშენებლო ინდუსტრიებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ერთობლივ განცხადებაში საუბარი ასევე ეხება შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ “სტამბოლის შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, რუსული მარცვლეულის, სასუქისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შეუფერხებელ ექსპორტს“.
მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ლიდერი რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდა.