aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

📽VIDEO საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, მათი პირველი კადრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბრის შემდეგ იმყოფებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში.

“დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც “ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს”, – აცხადებენ სუსშ-ი.

იტვირთბა....