ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს. აზარაშვილის თქმით, მის მოვალეობას დროებით თამარ გაბუნია შეასრულებს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა.
“უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას“ – განაცხადა მინისტრმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს, გავრცელდა.