არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ formulanews წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაა.
“ფორმულას ერთდროულად რამდენიმე წყარო უყვება ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ერთ დროს კოვიდთან მებძროლი ერთ-წერთი წამყვანი პირი ბოლოს პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა. წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დაუკავშირდა გამყრელიძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძე “მეტრონომის” ზარებს არ პასუხობს, ხოლო როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, ამ ეტაპზე ვერაფერს დაადასტურებენ.
ის აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.