ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვწერენ, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის აგვისტოს – “დედაენის ბარის” მფლობელი

“დედაენის ბარის” მფლობელი დათო ლაფაური რუსების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასა და იმ მუქარის შემცველ კომენტარებზე საუბრობს, რომლებსაც მთელი დღეა იღებს ბარის ადმინისტრაცია.

“რამდენიმე წამში ერთხელ ვიღებთ ნეგატიურ კომენატს, მუქარას, გააცამტვერეს ჩვენი გუგლ ექაუნტი, დაახლოებით 5 ათასი ნეგატიური შეფასება დაიწერა მარტო გუგლზე. გვწერენ, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის აგვისტოს, რომ საქართველო იყო და იქნება რუსეთი, ათას სხვა საშინელებას, გვიწერენ Z-ს კომენტარად. ცხადია, ეს არის რაშისტების, მტრულად განწყობილი რუსების ორგანიზებული კიბერშეტევა ჩვენს სოც-მედია-პლატფორმებზე. იმასაც დავამატებ, რომ საიტი გაგვიტეხეს. – აცხადებს დათო ლაფაური.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.

ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს.

ამავე თემაზე: უკრაინელები “დედაების ბარს” დადებით შეფასებებს უწერენ, რომ რუსების მიერ დაგდებული რეიტინგი მოემატოს

იტვირთბა....