უკრაინული გამოცემა UNIAN ტელეგრამის გვერდზე “დედაენის ბარის” მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
“რუსმა ნაბ***რებმა მასობრივად დაიწყეს იმ ქართული დაწესებულების რეიტინგის დაგდება, სადაც ტურისტებს რუსეთის ფედერაციიდან, შესვლის სანაცვლოდ სთავაზობენ ანკეტის შევსებას, რომელიც მათთვის არახელსაყრელი კითხვებისგან შედგება. ამ დროისთვის, ბარის რეიტინგი Google-ში შესაძლო 5-დან 2,5-მდეა ჩამოვარდნილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები უკვე გვერდში უდგანან ბარს – ისინი თავის მხრივ, ცდილობენ რეიტინგი აუწიონ დაწესებულებას. მოგიწოდებთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი ბარის პრინციპულ მეპატრონეს და ამ დაწესებულებას პოზიტიური შეფასება მისცეთ”, – ნათქვამია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თბილისში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.
ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო.