ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კინზინგერი: ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს

[su_quote]მჯერა, რომ საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ვფიქრობ, რომ ახლაა დრო შევაფასოთ რა სჭირდება ქართულ ჯარს. ჩვენი ურთიერთობები უკვე საკმაოდ მყარია – როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი, ქართველი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრი მოვინახულე, ვნახე ასევე ერთობლივი წვრთნებიც. ასე რომ, ახლა ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო. ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე “ჰაიმარსები”, მაგრამ მჯერა, რომ “ჰაიმარსებს” მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ. საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. მთელ ამ პროცესს წლები დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ახლა საუკეთესოა დროა მუშაობის დასაწყებად. როდესაც ძლიერი საბრძოლო ნება გაქვს, არა სურვილი, არამედ ნება, ეს თითქმის არ ტოვებს შანსს, რომ ომი დაიწყება[/su_quote]

განაცხადა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

იტვირთბა....