შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არცერთ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ იყო ჩართული ომის რიტორიკაში და კამპანიაში. მათი მიზნები ნათელია და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩართული ქსეონოფობიურ კამპანიაშიც. მათი მიზანი არის ერთადაერთი – როგორმე ხელი შეუწყონ ომის ვითარების გაღვივებას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ასეთ ქმედებებზე გვექნება ძალიან მკაცრი პასუხი. [/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით საუბრობს.
შეგახსენებთ, რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა.

