ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა – ცერცვაძე

“კოვიდი არ­სად წა­სუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია”, – ამის შესახებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე მოსახლეობისადმი მიმართვაში აღნიშნავს.

როგორც ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია, კორონავირუსის პირობებში ვისწავლოთ უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა.

“მეტრონომი” ცერცვაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“მთელ მსოფ­ლი­ო­ში გრძელ­დე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის (დღე­ში 1 მი­ლი­ო­ნამ­დე) და გარ­დაც­ვა­ლე­ბის (დღე­ში 2000-ზე მეტი) შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც (დღე­ში 1500-1700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა), მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დღემ­დე რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ (მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ) ნიშ­ნულ­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა რგო­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. კერ­ძოდ, ბოლო 4 თვის და ბოლო 1 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მათ შო­რის ისეთ COVID-ის მარ­თვა­ში სა­მა­გა­ლი­თოდ მიჩ­ნე­ულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბი­თაც კი, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, ის­რა­ე­ლი, ია­პო­ნია და სხვ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი – COVID და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი – ე.წ. CFR (case fatality rate) პირ­ვე­ლად ჩა­მოს­ცდა 1%-ს და შე­ად­გი­ნა 0,99%, რაც მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე უფრო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი პან­დე­მი­ის, ხაზს ვუს­ვამ მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი 100 (ასი) COVID ავად­მყო­ფის­გან 99-ის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბო­და და მხო­ლოდ 1 ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო უკე­თე­სია და სა­შუ­ა­ლოდ ყო­ვე­ლი 1000 (ათა­სი) ავად­მყო­ფის­გან მხო­ლოდ 1 ან 2 ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა

მაგ­რამ COVID არ­სად წა­სუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლით COVID-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამის გა­რან­ტია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის გაზ­რდას­თან ერ­თად (ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით) არის COVID-ზე დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, მათ შო­რის ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის და/ან მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უდი­დე­სი სა­მუ­შაო გას­წია, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად გხვდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა COVID-ის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე არ იტა­რებს COVID ტესტს, რი­თაც გვი­ან­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კა, შე­სა­ბა­მი­სად ექიმ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს. ასე­ვე ჯერ კი­დევ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ექი­მე­ბი და ან COVID კლი­ნი­კე­ბი სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ იწყე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას პაქსლო­ვი­დით ან რემ­დე­სი­ვი­რით, რაც ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად ზრდის და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა­გან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც უფა­სოა და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა.

მინ­და კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და ყვე­ლა COVID პა­ცი­ენტს, პირ­ვე­ლი­ვე COVID სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი და სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

იტვირთბა....