ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს

[su_quote]არანაირი არსებითი ცვლილება არ არის, არც ტურისტი არ არის იმდენი, რომ საგანგაშო იყოს, თან ტურისტია. როდესაც “ფეიკები“ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე საქართველოს მოსახლეობის 10%-ის რაოდენობის რუსებია შემოსული, ასე არ არის, არის 7% და ისიც ტურისტული მიზნით, უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსიც შემოდის, უკრაინელიც, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაც, ევროპიდანაც და ეს ძალიან კარგია. ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს[/su_quote]

ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე: ერთ-ერთი NGO-ს ომის რიტორიკას რომ გავყოლოდით, მაშინ გვეყოლებოდა “რუსი ტურისტები”, – კობახიძე

იტვირთბა....