[su_quote]ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა იყო მოსახლეობის 10%, რაც ტყუილია. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში შემოსულია დაახლოებით 240 000 რუსი ტურისტი, რაც მოსახლეობის 7 პროცენტზე ნაკლებია და აქედან, დღეს საქართველოში მუდმივად იმყოფება სავარაუდოდ ამის მეათედი, ანუ, დაახლოებით 1 პროცენტიც არ არის მოსახლეობის. ასეთი არასწორი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება – მოვისმინეთ ერთ-ერთი NGO-ს ხელმძღვანელის განცხადება რუს ტურისტებთან დაკავშირებით, მანაც აღნიშნა, რომ თითქოს 10%-ია დარჩენილი. გახსოვთ ომის რიტორიკა კონკრეტულად ამ ადამიანის შესრულებით, რეალურად, მას რომ გავყოლოდით, მაშინ გვეყოლებოდა ჩვენ (ბრჭყალებში) “რუსი ტურისტები”[/su_quote]
ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.